გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ჩაატარა დამატებითი ტრენინგი ქართულ-ამერიკული კერძო სკოლის მე-10 - მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის.
40-მდე მოსწავლე აქტიურად ჩაერთო როგორც თეორიულ, ისე გუნდურ აქტივობებში: როლურ თამაშებში, ჯგუფურ მუშაობასა და კომუნიკაციის სავარჯიშოებში და მიიღო ცოდნა მედიაციის, მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობისა და პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
სკოლებთან თანამშრომლობა მედიაციის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ინტერესი მუდმივად მზარდია და უკვე 1000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა ცენტრის მიერ შეთავაზებული ინტერაქტიური ტრენინგები.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დღემდე რჩება ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუციად, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკული და პროფესიული უნარ - ჩვევების დამკვიდრებას, როგორც სტუდენტებში, ისე სკოლის მოსწავლეებში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI