იტვირთება...
„გიანთი ლოჯისტიკი“ - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„გიანთი ლოჯისტიკი“ - გრუნის პარტნიორი


2025 წლის 25 ნოემბერს „გიანთი ლოჯისტიკმა“ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და პროფესიული კომპეტენციები განივითარონ.

 

თანამშრომლობა მოიცავს:

  • ერთობლივი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას;
  • სტაჟირების პროგრამების ორგანიზებას;
  • სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას;
  • სასწავლო კურსების განვითარებას, რომლებიც შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

 

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობის ზრდას თანამედროვე შრომის ბაზარზე.

მემორანდუმი გაფორმდა „გრუნი ანალიტიკის“ ორგანიზებით