გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ - თამარ ლაღიძემ და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ - გიგა თვაურმა, პალიტრანიუსის გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრეს განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ, კერძოდ: მიმოიხილეს უმაღლესი განათლების ტენდენციები და გამოწვევები, ასევე, ის საქმიანობა, რომელსაც გრუნი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ეწევა.
გადაცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ზრდის მნიშვნელობას, საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, უცხოენოვანი პროგრამების განვითარებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას.
გრუნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტს, რომლებიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას, საერთაშორისო ხილვადობის ზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას.
სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.facebook.com/reel/821844094141960

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI