2025 წლის 11–19 ნოემბერს, კვიპროსში, პარტნიორი ორგანიზაცია GYDA-ს მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი: „Empowering Young Artists in Europe’s Digital Landscape “, რომელშიც გრუნის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები - სესილი ხარაძე, თათა ადეიშვილი და ნანუკა კუჭაძე - მონაწილეობდნენ.
პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა Erasmus + -ის ფარგლებში და ახალგაზრდა არტისტების შემოქმედებითი, ციფრული და კულტურათაშორისი უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
გრუნის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ ვიზუალური ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, Photo Voice-ისა და ვოკალური ხელოვნების ვორკშოფებში, დისკუსიებში, ასრულებდნენ ჯგუფურ დავალებებს მიგრაციის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის თემებზე.
კულტურათაშორისი საღამოებისა და საერთო აქტივობების ფარგლებში ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნების ტრადიციები, ისტორია, წეს-ჩვეულებები.
პროექტის განსაკუთრებულ აქცენტს წარმოადგენდა ევროვიზიის იმიტირებული კონკურსი, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის სახელით ქმნიდნენ ორიგინალურ, მხატვრულ წარმოდგენებს. მათ მიერ შექმნილმა ვიზუალურმა ნამუშევრებმა, ციფრულმა კონტენტმა და პერფორმანსებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდების კრეატიულობა და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალა.
პროექტი სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+-ის მიერ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI