გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია მონაწილეობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის - COST, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის მუშაობაში.
მისი მოხსენება, რომლითაც სხდომაზე წარსდგა, გრუნისა და COST-ის თანამშრომლობას შეეხებოდა: “Institutional Cooperation Between GRUNI and COST”.
COST-ის სამეცნიერო კომიტეტის დელეგატებმა, სხდომის ფარგლებში, მიიღეს ინფორმაცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობისა და საქართველოში მეცნიერების მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. ქართველმა მკვლევრებმა COST-ის დელეგატებს სახელმწიფოს მიერ კონკურსის წესით დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებიც წარუდგინეს.
წელს COST-ის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა საქართველოში ჩატარდა და მასში 41 სახელმწიფოს დელეგატი მონაწილეობდა.
საქართველო 2022 წლიდან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. შედეგად, ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI