იტვირთება...
გრუნის პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები ბრიუსელიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები ბრიუსელიდან დაბრუნდნენ


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველაზე მასშტაბური პროექტის - „ბავშვები ბავშვებისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეები ბრიუსელიდან დაბრუნდნენ.

 

სასწავლო ვიზიტი ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით დაიწყო, შემდგომი ოთხი დღე ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში: ევროკომისიაში, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, ევროსაბჭოში, პარლამენტარიუმსა და ევროპის ისტორიის მუზეუმში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს დაეთმო. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის ძირითად პრიორიტეტებსა და ინიციატივებს. შეხვედრებზე განიხილეს: ევროკავშირის მომავლის ფორმირების, უცხოური ინფორმაციით მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლისა და მასზე ევროპის რეაგირების საკითხები.

 

მოსწავლეები ქალაქ ბრიუგეს, ულამაზესი არქიტექტურის მქონე ქალაქსაც, სტუმრობდნენ.

 

პროექტი „ბავშვები ბავშვებისათვის“ გრუნის პროფესორის, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის პრეზიდენტის - სოფიო კილაძის ინიციატივით, მესამედ გაიმართა, მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების ფორმირებას დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული, კულტურული ღირებულებების პატივისცემას, სხვაზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას, ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას.

 

პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები:

  • თეკლა გოთოშია - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. პირველი მაისის საჯარო სკოლა;
  • ანანო ასათიანი - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. პირველი მაისის საჯარო სკოლა;
  • ლელა კვენიაშვილი - თბილისის №175 საჯარო სკოლა;
  • დესმინე ჯიშკარიანი - ფოთის №4 საჯარო სკოლა;
  • მარიტა დვალი - ფოთის №4 საჯარო სკოლა;
  • დიანა კეჟერაშვილი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის საჯარო სკოლა.

 

განუმეორებელი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლებს.