საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა სემინარი: „ეკონომიკა ჟურნალისტებისთვის - მაკროინდიკატორები და ეკონომიკური პოლიტიკა“, რომელსაც უძღვებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.
დამწყებმა და მოქმედმა ჟურნალისტებმა, მათ შორის, გრუნის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებაც, შეხვედრაზე განიხილეს, როგორ უნდა გააშუქონ ეკონომიკური საკითხები მარტივად და გასაგებად, ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებლების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ, გაეცნენ განმარტებას ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა და ეკონომიკური ტერმინების შესახებ.
შეხვედრების ბოლოს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI