იტვირთება...
სასწავლო-შემეცნებითი ტური კაბადოკიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო-შემეცნებითი ტური კაბადოკიაში


2025 წლის 19-22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის პროგრამის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი ტურით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

ტურის ფარგლებში სტუდენტებმა კაბადოკიის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, შემდეგ კი ეწვივნენ ორდუს კავკასიური და ქართული კულტურის ცენტრს, შეხვდნენ კავკასიის ქართული კულტურის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს - ვოლქან ქარაუჩოღლუსს, ასოციაციის წევრებს, ეთნიკურ ქართველებსა და ჩვენებურებს. სტუდენტები ქალაქ ჩარშამბასსაც სტუმრობდნენ.

ტურის მონაწილეები კაბადოკიისა და ნევშეჰირის უნივერსიტეტებშიც იმყოფებოდნენ, გაეცნენ სასწავლო გარემოს და დააგემოვნეს კაბადოკიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გასტრონომიული მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული კერძები. გაიმართა ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებსაც გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის სახელით ესწრებოდნენ: პროფესორი თემურ ზოიძე და ბიბლიოთეკის სპეციალისტი - თამუნა თურმანიძე.

საინფორმაციო ტური კაბადოკიაში კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით გაიმართა. ტურში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მონაწილე სტუდენტები: თეონა შავაძე, ლია თავდგირიძე, თათია ბერიძე და ანა გელაძე, იმყოფებოდნენ, რომელსაც ბათუმმა მაისში უმასპინძლა.

ტური კაბადოკიაში განხორციელდა ექსპო ბათუმის დირექტორის, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის, ფინანსური მხარდაჭერით.

გრუნი მადლობას უხდის Expo Batumi-ს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ტურის ორგანიზებისათვის.