File not found.
იტვირთება...
სემინარი სკოლის მასწავლებლებისათვის: „ეკონომიკის სწავლება სკოლაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სემინარი სკოლის მასწავლებლებისათვის: „ეკონომიკის სწავლება სკოლაში“


2025 წლის 1 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა გამომცემლობა „სიდის“, ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრისა და გრუნის ერთობლივი სემინარი სკოლის მასწავლებლებისათვის: „ეკონომიკის სწავლება სკოლაში“.

 

სემინარი დაიგეგმა გრუნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში და მისი მიზანია ეკონომიკური პროფილის კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

სემინარს უძღვებოდნენ ამერიკის გლობალური ეკონომიკური განათლების ალიანსის ტრენერები, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორის - ჯონ ბრუკის, ხელმძღვანელობით. სემინარისათვის კონკურსის წესით შეირჩა 40 მასწავლებელი თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან.

 

სემინარის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვახტანგ ჭარაია და წარმატებული მუშაობა უსურვა თითოეულ მათგანს.

 

სემინარი წარიმართა სწავლა-კეთების მეთოდოლოგიით, მასწავლებლებმა თეორიულ მასალასთან ერთად განიხილეს პრაქტიკულ მაგალითები და სიტუაციები. სიმულაციური თამაშების დახმარებით განიმტკიცეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების, გუნდურად მუშაობის, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების, ლიდერული და ორგანიზაციული მუშაობის უნარ-ჩვევები.

 

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.