იტვირთება...
ექსპო ბათუმის ჯილდო - ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ექსპო ბათუმის ჯილდო - ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებს


3 ივნისს ექსპო ბათუმის დირექტორი და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და სასტუმროს აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებს კი, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის საელჩოებში, აგრეთვე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, ბათუმის მერიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, გადაეცათ სერტიფიკატი და პრიზი: 3-დღიანი ტური კაბადოკიაში.

 

დაჯილდოების შემდეგ ექსპო ბათუმის დირექტორმა საჯარო ლექციაც ჩაატარა და სტუდენტებთან განიხილა ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძე, აჭარის გიდების ასოციაციის თავმჯომარე, გრუნის პროფესორი - თემურ ზოიძე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ადამიანური რესურსების საკითხებში - სულიკო ანთაძე.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა მადლობას უხდის ექსპო ბათუმის დირექტორს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.