2025 წლის 28 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში, გაიმართა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ლექცია-სემინარი „საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება“.
აკადემიკოსმა გრუნის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების წინაშე წარადგინა ახალი კვლევა საქართველოს წყლის რესურსების, მისი გამოყენებისა და ვარგისიანობის შესახებ. აღნიშნა, რომ ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების ან სხვა დამაბინძურებლების მოხვედრა წყალსა და მისგან წარმოებულ სასმელში ის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც წყლის რესურსების მდგომარეობასა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე აისახება და მათ მოხმარებას შეუძლებელს ხდის. მოწვეულმა სტუმარმა თავისი რეკომენდაციები გაუზიარა მსმენელებს.
ლექცია-სემინარმა დამსწრე საზოგადების დიდი ინტერესი გამოიწვია.
ლექცია-პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი თინათინ სადუნიშვილი; აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე; აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ჯაფოშვილი. გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი გულნაზ გალდავა; ასოცირებული პროფესორები: ხატია მარკოზაშვილი და ნინო ჭიპაშვილი; დოქტორანტები: თამარ ბიწაძე, თამარ თავხელიძე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გულნარა ყეინაშვილი;
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს საინტერესო და მეტად აქტუალურ თემაზე ლექცია-სემინარის ჩატარებისათვის.
ქვეყნის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის, საუნივერსიტეტო ორდენით „განათლებისა და მეცნიერების ამაგდარი“ დააჯილდოვა აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, ხოლო, დაბადების 65-ე იუბილესთან დაკავშირებით, საუნივერსიტეტო მედლით „ალმა მატერის რჩეული“ დააჯილდოვა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.