მედიაციის ცენტრის წლის ანგარიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის წლის ანგარიში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა 2025 წლის შედეგები შეაჯამა.

 

ცენტრი უნივერსიტეტში 2022 წლის ნოემბერში დაარსდა და დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განახორციელა.

 

ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ, წლის ანგარიში უნივერსიტეტის რექტორის - მამუკა თავხელიძის, სამართლის სკოლის დეკანის - გულიკო გალდავას, კანცლერის - გიორგი თავხელიძისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელების წინაშე წარადგინა.

 

აღინიშნა, რომ ცენტრი თავის საქმიანობას ხუთი ძირითადი მიმართულებით წარმართავს: საერთაშორისო, სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო, პრაქტიკული და სტუდენტური მხარდაჭერის კომპონენტები. მის საქმიანობაში დაარსების დღიდან სამართლის სკოლის 50-მდე სტუდენტი არის ჩართული.

 

მედიაციის ცენტრის წარმატებული საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობას და უნივერსიტეტის როლს კონფლიქტების გადაწყვეტის მეგობრული და ეფექტური მექანიზმების პოპულარიზაციასა და დანერგვაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჰარმონიული და სამართლიანი საზოგადოების შექმნას.

 

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ და გრუნის პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, ცენტრის მუშაობა, კერძო მედიაციის ხელშეწყობისა და ცნობიერების გაზრდის ნაწილში, დადებითად შეაფასა.

 

შეხვედრის ბოლოს განიხილეს ახალი პროექტები და მედიატორთა ასოციაციასთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხი.