ხატია მარკოზაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ხატია მარკოზაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში მომზადდა გრუნის ასოცირებული პროფესორის - ხატია მარკოზაშვილის, მონოგრაფია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ტრაექტორია და შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში“.

 

მონოგრაფიაში განმარტებულია, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში; განხილულია, როგორ განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება სოციალისტური რეჟიმიდან თანამედროვეობამდე; ახლებურადაა გააზრებული პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის წარუმატებლობის მიზეზები და სხვა.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გრუნის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, ავტორის ოჯახის წევრები.

 

 სამეცნიერო კრებული შეაფასეს გრუნის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ.

 

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორები, კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები.

 

მონოგრაფია გამოიცა უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევებისა და შემოქმედებითი ინიციატივების ფონდის დაფინანსებით.