გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული, თინათინ ლოჯანიძე, „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების - „კურიერის”, გუნდის წევრი გახდა.
დღეისათვის ამ სკოლის სხვა აღზრდილებიც ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო არხების ჟურნალისტები არიან: ლიზი ჩიმჩიური - საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანი ოჩხიკიძე -TV იმედი, დავით სორდია - TV პირველი, ქეთი მეგრელიშვილი - რუსთავი 2, გიორგი ცერცვაძე - რუსთავი 2.
ჟურნალისტიკის მიმართულების არაერთი სტუდენტი სტაჟირებისა და მოლაპარაკების პროცესშია.
უნივერსიტეტი ულოცავს და პროფესიულ წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასახელოდ!

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI