სემინარი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სემინარი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის


გრუნის ბიბლიოთეკისა და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორის მაია გოგიაშვილის კოორდინირებით დოქტორანტებისა და სხვა ახალგაზრდა მკვლევარებისთვის ჩატარდა ტრენინგი უნივერსიტეტის მიერ შეძენილი სამეცნიერო ბაზების გამოყენების თაობაზე.

 

ტრენინგის მიზანი იყო ელექტრონული ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისება.

 

ტრენინგს უძღვებოდა EBSCO -ს ბაზების წარმომადგენელი საქართველოში - ნანა ხუსკივაძე, რომელმაც მკვლევრებს გააცნო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის წესები.

 

ტრენინგის დასასრულს აღინიშნა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ამგვარი ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ.