ინფორმაცია სამწლიან (180 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტთა გადაყვანის თაობაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინფორმაცია სამწლიან (180 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტთა გადაყვანის თაობაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 28 თებერვლის №72/ნ ბრძანების საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ შესაძლებლობა, “სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ხელოვნების, ბიზნესი და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული პროგრამების ფარგლებში, შეემუშავებინათ და განეხორციელებინათ სამწლიანი (180 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამები.

 

გრუნის მიღებული აქვს აკრედიტაცია შემდეგ სამწლიან (180 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამებზე: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები), ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი), რომელთა განხორციელებას უნივერსიტეტი გეგმავს 2025 წლის საგაზაფხულო სემესტრიდან.

 

2025 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად ცხადდება ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები), ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი), ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი) ოთხწლიანი (240 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამები. აღნიშნული პროგრამების სტუდენტებს გთხოვთ, 2025 წლის 24 იანვრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი სამწლიან (180 კრედიტიანი) საბაკალავრო პროგრამებზე გადაყვანის თაობაზე.

 

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ საკონტაქტო პირს:

  • ბიზნესისა და მართვის სკოლა - ლანა ებრალიძე, დეკანის მოადგილე, ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი. ტელ: (+995 32) 238 44 06 (202)

 

განაცხადები: