2025 წლის 13 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ინგლისური ენის სპეციალისტთა გადამზადების - „TESOL“ პროგრამის მეხუთე ნაკადი, რომელიც განხორციელდა ტეხას A&M უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში.
3-თვიანი TESOL პროგრამა, რომელსაც ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი უწევს ადმინისტრირებას, შეიქმნა იმისათვის, რომ დაეხმაროს ქართველ ლექტორებს/მასწავლებლებს, განაახლონ ცოდნა სწავლების საუკეთესო მეთოდებისა და პრაქტიკის გაცნობით და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ, ასწავლონ ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურად.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, სამი წელია ხორციელდება აღნიშნული პროექტი. მეხუთე ეტაპზე გრუნიმ სრულად დააფინანსა საქართველოს რეგიონის სკოლების 10 მასწავლებელი, სულ კი TESOL პროგრამის ფარგლებში მომზადდა თბილისისა და რეგიონების 46 მასწავლებელი.
პროგრამას კოორდინაციას უწევდა გრუნის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.
პროგრამის დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, ევან ქალი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე; ცერემონიაში ონლაინ ჩაერთვნენ ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი; მეთიუ იტჩელსი, ყოფილი საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; პროგრამის კოორდინატორები, იოკ ჰანსონი და ლინდა როდრიგესი, TESOL პროგრამის მონაწილე სკოლების პედაგოგები რეგიონებიდან.
უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად 20%-იანი სასწავლო გრანტი გადასცა, ტესოლ პროგრამის მოხალისე მენტორს, ნატო ჯავახიას.
ცერემონიის დასასრულს „TESOL“ პროგრამის კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, ამერიკის საელჩოს საქართველოში და ტეხას A&M უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის. გრუნი აგრძელებს პროგრამას სკოლების პედაგოგებისათვის.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.