გრუნის პროფესორის - გიორგი დუღაშვილის, სამეცნიერო სტატიამ - “ტკივილის ადრეული გამოვლენა გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში“, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის დადებითი რეცენზია მიიღო.
სტატია გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში “მოამბე“.
კვლევა განიხილავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა პაციენტებთან სწორი კომუნიკაციისა და მათი ტკივილის მართვის საკითხებს. სტატიაში ავტორი საუბრობს ამგვარ პაციენტებზე ორიენტირებული მოქნილი სამედიცინო მენეჯმენტის, ტკივილის ადრეული დიაგნოსტირებისა და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://science.org.ge/bnas/t18-n4/22_Dugashvili_Physiology.pdf

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI