გრუნიში ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების მეოთხე ნაკადი დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიში ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების მეოთხე ნაკადი დასრულდა


2025 წლის 13 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა კვლევითი სემინარების - „Paths to Publication “, მეოთხე ნაკადი. პროგრამა განხორციელდა ტეხას A&M უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში.

 

პროფესიული განვითარების საერთაშორისო კვლევითი სემინარები - „Paths to Publication”, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სალექციო კურსს. 2025 წლის შემოდგომის სემესტრში, გრუნის 26 ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ჩაერთო პროექტში. ლექციებს უძღვებოდნენ ტეხას A&M - ის უნივერსიტეტის საუკეთესო სპეციალისტები.

 

პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • თეორია, კონცეფცია თუ მოდელი;
  • კითხვარის განხილვა სრული განაკვეთის, თანამდებობის მქონე და თანამდებობაზე დანიშნული შავკანიანი მეცნიერების/მკვლევრების მაგალითზე;
  • აკადემიური გამოცემების წარმატებით მართვა: რჩევები, სტრატეგიები და გამოცდილება;
  • კვლევის დღის წესრიგის შესაქმნელად საჭირო სამი ასპექტი.

პროგრამას კოორდინაციას უწევდა გრუნის რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე.

 

პროგრამის დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ: აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, ევან ქალი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი - ლიკა გუმბერიძე, უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე; ცერემონიაში ონლაინ ჩაერთვნენ ტეხას ა&მ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები: პროფესორი ბევერლი ირბი, განათლებისა და კვლევის სკოლის დეკანის მოადგილე; პროფესორი რაფაელ ლარა-ალესიო, კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი; მეთიუ იტჩელსი, ყოფილი საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი; პროგრამის კოორდინატორები, იოკ ჰანსონი და ლინდა როდრიგესი, გრუნის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები;

 

უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ისაუბრა აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის ამგვარი პროექტების განხორციელების მნიშვნელობისა და იმ გამოცდილების შესახებ, რომელსაც ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი უზიარებს ქართველ კოლეგებს, მადლობა გადაუხადა პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილე ყველა ადამიანს.

 

ცერემონიის დასასრულს ტეხას A&M უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ქართველების წარმატებული მონაწილეობა პროექტში და შემდგომი წინსვლა უსურვეს თითოეულ მათგანს.

 

პარტნიორობის ფარგლებში გრუნი განაგრძობს თანამშრომლობას ტეხას A&M უნივერსიტეტთან და გეგმავს მემორანდუმის განახლებას.

 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი.