გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, USAID-ის მხარდაჭერით, ახორციელებს საგრანტო პროექტს „ციფრული მმართველობის სწავლების გაძლიერება საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამებში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ციფრული მმართველობის მოდულები (12 სასწავლო კურსი) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის, რომლებიც დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ექსპერტებმა.
2025 წლის 30-31 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაგეგმილია 2-დღიანი ტრენინგი ციფრული მმართველობის სასწავლო კურსების სწავლებით დაინტერესებული პირებისთვის. ტრენინგს გაუძღვება USAID-ის ექსპერტი ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, პროფესორი, ზვიად გაბისონია.
ტრენინგზე რეგისტრაციისaთვის მიჰყევით ბმულს:
საკონტაქტო პირი: გიორგი მირიანაშვილი, g.mirianashvili@gruni.edu.ge