გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დოქტორანტის არჩილ გამზარდიას დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „ძალაუფლების კონსტრუირების პრინციპები 2000-იანი წლების შემდგომ საქართველოში“
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, ფილოსოფიის დოქტორი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - არჩილ გამზარდიას მიენიჭოს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.