გრუნის სამეცნიერო-კვლევითი მართვის ცენტრმა 2024 წლის შედეგები შეაჯამა და 13 დეკემბერს წარმოადგინა ანგარიში უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული კვლევითი/შემოქმედებითი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე გაწეული საქმიანობა მოკლედ მიმოიხილა გრუნის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდის კომიტეტის თავმჯდომარემ, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო - კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ:
2024 წელს ფონდმა სულ 37 განაცხადი განიხილა, დაკმაყოფილდა 32:
1. ტრენინგები, სასწავლო კურსები - 3;
2. ვიზიტი საზღვარგარეთ (კონფერენცია, ფორუმი, სხვ.) - 1 6;
3. სამეცნიერო გამოცემა (ჟურნალი, წიგნი) - 3;
4. შემოქმედებითი ინიციატივის მხარდაჭერა 4, მათ შორის, სტუდენტური პროექტები - 3:
ა) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - (სტუდენტური);
ბ) კვლევა;
გ) სტუდენტთა თავისუფალი დროის ორგანიზაცია.
5. საუნივერსიტეტო პროგრამული გრანტის ფარგლებში დაფინანსდა 5 პროექტი;
6. კვლევები პროფესორთა ჩართულობით - 2:
ა) „ციფრული ტექნოლოგიების გავლენა საქართველოს ტურისტული დესტინაციების მენეჯმენტზე“;
ბ) „პროფესიული ეთიკის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“.
კვლევითი პროექტების ავტორებმა აკადემიური საზოგადოების წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინეს სხვადასხვა შიდასაგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტები და უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI