მედიცინის სკოლის ახალი კვლევა გერმანულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიცინის სკოლის ახალი კვლევა გერმანულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა


გრუნის მედიცინის სკოლის ახალი კვლევის შედეგები გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში - „Deutsche internationale Zeitschrift für zeitgenössische Wissenschaft“, გამოქვეყნდა.

 

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, მედიცინის სკოლამ უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტების წინაშე წარადგინა კვლევა - „ბავშვთა და მოზარდთა სომატოფორმული აშლილობების ფსიქოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობა'’.

 

პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფარგლებში. პროექტს ხელმძღვანელობდა პროფესორი მარიამ ხუნდაძე, მასთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ:

  • რუსუდან ნიკოლაიშვილი- ასისტენტ- პროფესორი;
  • ნინო რაჭველიშვილი - ასისტენტ - პროფესორი;
  • ბარბარე დევდარიანი - მედიცინის სკოლის სტუდენტი;
  • აისელ აჯალიევა - მედიცინის სკოლის სტუდენტი;
  • ქრისტინა იმერლიშვილი - ფსიქოლოგიის სკოლის სტუდენტი.

 

გერმანულ საერთაშორისო ჟურნალში კვლევის შედეგების გამოქვეყნება ხაზს უსვამს მისი სამეცნიერო ღირებულების საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს გრუნის, როგორც წამყვანი უნივერსიტეტის, როლს თანამედროვე სამეცნიერო საქმიანობაში.

 

ვულოცავთ მედიცინის სკოლის გუნდს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!