2024 წლის 29 ნოემბერს კომპანია „მარტივმა შესყიდვებმა“ გრუნის „სტარტაპ აქსელერაციის“ ცენტრის დირექტორი და ბიზნესისა და მართვის სკოლის ასისტენტ-პროფესორი - გიგა თვაური, შესყიდვების კონფერენცია 2024 -ის პანელურ დისკუსიაზე სპიკერად მიიწვია.
კონფერენცია წელს მეორედ ჩატარდა და მისი მიზანი შემსყიდველთა განვითარების შესაძლებლობებისა და სიახლეების გაზიარება, შესყიდვების სფეროს გაძლიერება, სფეროს პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება და საქმიანი კავშირების ხელშეწყობაა.
ღონისძიებას 300-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომლებიც იყვნენ წარმატებული ქართული კომპანიების შესყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტები. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სხვადასხვა რგოლის მენეჯერები.
გრუნის ასისტენტ-პროფესორმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ბიზნესსექტორის განვითარებაში უმაღლესი სასწავლო დაწესებულების როლის და სამუშაო ძალის კვლიფიკაციის ამაღლებაში თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
გრუნისა და კომპანია „მარტივი შესყიდვების“ თანამშრომლობა სულ მალე მემორანდუმის სახით გაფორმდება.