გერმანულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში “Deutsche internationale Zeitschrift für zeitgenössische Wissenschaft” (DIZZW journal №93 DOI 2024) გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის-ხატია მარკოზაშვილის, სამეცნიერო სტატია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში“.
ავტორი განიხილავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ძირითად ასპექტებს, შემაფერხებელ ფაქტორებს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დემოკრატიის შეუქცევადი პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ნათელი გახდა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების აუცილებლობა, თუმცა პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის გულშემატკივრთა „მცდელობამ“ საპირისპირო შედეგი გამოიღო და ნაცვლად რეალური სამოქალაქო საზოგადოებისა, ჩამოყალიბდა მისი მანკიერი ნაირსახეობები.
საქართველო, რომელიც დღესდღეობით იმყოფება გაჭიანურებულ პოსტსოციალისტურ ტრანსფორმაციაში, სულ უფრო და უფრო აცნობიერებს სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ინდექსირებულია Ebsco -სა და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და ქართველ მეცნიერთა ყოველი ასეთი წარმატება, საერთაშორისო ინტეგრაციასა და ინტერ და მულტიდისციპლინურ კვლევებს უწყობს ხელს.