ლელა გოგინავა - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლელა გოგინავა - საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე


მიმდინარე წლის 25-27 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლელა გოგინავა, მონაწილეობდა ვილნიუსში გამართულ COST-ის პროექტის „ტრანსაციონალური ოჯახების დინამიკა ევროპაში", გენერალურ შეხვედრაში.

 

ღონისძიება გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში და მისი მასპინძელი იყო მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებებისა და სოციალური მუშაობის ინსტიტუტი. წარმოდგენილი იყო პროექტის ექვსივე სამუშაო ჯგუფი, შეჯამდა მათ მიერ გაწეული სამუშაო და გაანალიზდა მიმდინარე საკითხები და ახალი ინიციატივები.

 

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც წევრიც არის ლელა გოგინავა, გაიმართა დისკუსია ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით, განხილულ იქნა ცალკეული ქვეყნების მაგალითები, შეჯერდა სტატიის თეორიული ჩარჩოს, კვლევის შედეგებისა და დისკუსიის ნაწილის დეტალები.