გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის განცხადება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის განცხადება

1996 წელს, გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭებით, უნივერსიტეტმა იმთავითვე განსაზღვრა მომავალი საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტები და დასავლური ღირებულებები აირჩია თავისუფლებისა და პროგრესის მიღწევის ორიენტირად.

 

უნივერსიტეტი დღემდე ამ კურსის ერთგული რჩება და მიაჩნია, რომ ევროპული არჩევანი ჩვენი ხვალინდელი, უკეთესი მომავლის უპირობო გადაწყვეტილებაა. ევროპის 20 - ზე მეტ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომლითაც, გაცვლითი პროგრამების სახით, გრუნის ათობით სტუდენტი სარგებლობს, ამის ნათელი დადასტურებაა.

 

ამავდროულად, უნივერსიტეტი აცნობიერებს ყველა სტუდენტის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ცდილობს, სასწავლო პროცესი თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მათგანისთვის.

 

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტისათვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის გამოვლინება ნებისმიერი ფორმით, ისე, როგორც მიუღებელია უნივერსიტეტის ავტონომიურობის, მისი აკადემიური თავისუფლების ხელყოფა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ზეწოლა, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ ღირებულებებს, რისთვისაც იღწვის ჩვენი საზოგადოება.

 

ჩვენი მომავალი ევროპის დიდ ოჯახშია...