ქართველი მეცნიერები ოსაკაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქართველი მეცნიერები ოსაკაში


2024 წლის ნოემბერს ქართველ მეცნიერთა ჯგუფი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, პაატა კერვალიშვილის, ხელმძღვანელობით, პირველად მიიწვიეს მსოფლიო გამოფენაზე იაპონიის ქალაქ ოსაკაში .

 

ოსაკას ექსპოზიცია ეძღვნებოდა თანამედროვე ენერგეტიკული ტექნოლოგიების განვითარებას, რომელზეც ქართველმა მეცნიერებმა მაღალტექნოლოგიური კვლევები წარადგინეს.

 

პარალელურად მიმდინარეობდა „მწვანე ტრანსფორმაციისადმი“ მიძღვნილი ინოვაციური გადაწყვეტილებების მსოფლიო გამოფენა, რომელზეც, 2024 წლის 20-22 ნოემბერს, 1200-ზე გამორჩეული ტექნოლოგიური მიღწევა იქნა წარმოდგენილი. ექსპოზიცია 20 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

 

ქართველ პროფესორთა გუნდი გამოფენაზე წარსდგა უნიკალური კვლევებით: ლაზერულ-პლაზმურ მეთოდზე დაფუძნებული მზის ელემენტების მიღების ტექნოლოგიების, ლაზერულ- ბირთვული სინთეზის (პროტონ-ბორი) მნიშვნელოვანი ელემენტების შექმნის, სპინტრონული და სპინქუბიტური ელემენტების წარმოებისა და ოპტიკური (ლაზერული) სპექტრომეტრიის ვიბრაციულ-რეზონანსული მეთოდებით, რომლებიც ბიოსამედიცინო გამოყენებისათვისაა განკუთვნილი.

 

იაპონიის სამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეძენილ იქნა სპეციალური საგამოფენო სივრცე, სადაც ქართველ მეცნიერები მრავალრიცხოვან დამთვალიერებლებს განუმარტავდნენ, როგორ ვითარდება საქართველო, როგორ იზრდება მისი ინოვაციური პოტენციალი სხვადასხვა, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.

 

დაიგეგმა უახლოეს პერიოდში იაპონურ-ქართული კონფერენციების ციკლის მოწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მეცნიერებისა და ინოვაციური მრეწველობის სხვადასხვა მიმართულებით.