ამერიკის საელჩომ გრუნიში ინგლისური ენის ექსპერტი ოფიციალურად წარადგინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ამერიკის საელჩომ გრუნიში ინგლისური ენის ექსპერტი ოფიციალურად წარადგინა

2024 წლის 26 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ინგლისური ენის ექსპერტი, ჯოზეფ მეგვაიარი, რომელიც პროგრამის - „English Language Fellow“, ფარგლებში, ერთ წელს იმუშავებს უნივერსიტეტში. ექსპერტს ახლდა საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე.

 

ELF პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას ამერიკელ სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.

 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორი - ვახტანგ ჭარაია და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი- მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს ენის ექსპერტის გრუნიში მუშაობის საკითხები. რექტორმა სტუმარებს გააცნო უნივერსიტეტის საგანამანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს დახმარებისათვის. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო გასულ სასწავლო წლებში ამერიკელი მოხალისე პედაგოგის - ბრენდონ ჰარდინგისა და ინგლისური ენის ექსპერტის მაიკ მენსფილდის საქმიანობა გრუნიში და იმედი გამოთქვა, რომ ჯოზეფ მეგვაიარის დახმარებით, უნივერსიტეტი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.