27 სექტემბერს საქართველოში აღინიშნა მსოფლიო ტურიზმის დღე, რომელსაც მიეძღვნა სტუდენტური კონფერენცია: „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“.
საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა ლიზი ძიმისტარიშვილმა, რომელმაც ასოცირებული პროფესორის- მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინა თემა: “ მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მაგალითზე”. ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა .
კონფერენციის მთავარი პარტნიორები იყვნენ გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ კანადის, იტალიისა და იაპონიის ორგანიზაციები; დაცული ტერიტორიების სააგენტო; კურორტების განვითარების სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო და სხვა. კონფერენციას დაესწრო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კორდულა ვოლმუტერი.
28 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეებისთვის მოეწყო ეკოტურისტული ლაშქრობა ტანას დაცულ ტერიტორიაზე. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI