რიგგარეშე გარე მობილობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რიგგარეშე გარე მობილობა

რიგგარეშე მობილობის უფლების მქონე პირებმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით მ/წ 2-3 ოქტომბერს 11:00-დან 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ;)
  7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  8. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  9. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  10. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).

 

 

საკონტაქტო პირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge
დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)