TESOL პროგრამის მეხუთე ნაკადი გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


TESOL პროგრამის მეხუთე ნაკადი გაიხსნა


გრუნი ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან ერთად განაგრძობს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას. TESOL პროგრამის ოთხი ნაკადის წარმატებით განხორციელების შემდეგ, უნივერსიტეტმა მეხუთე ნაკადისთვის თბილისისა და რეგიონების პარტნიორი სკოლებიდან 13 მასწავლებელი შეარჩია, რომლებსაც სრულად აფინანსებს. TESOL პროგრამა ითვალისწინებს საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების სამთვიან პროფესიულ გადამზადებას.

 

დღემდე უნივერსიტეტმა 36 პროფესორ-მასწავლებელი გადაამზადა, რაც უნივერსიტეტებისა და საზოგადოების განვითარებისათვის გრუნის უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებს წარმატება უსურვა რექტორმა, მამუკა თავხელიძემ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა პროფესორი მეთიუ ეტჩელსი, საერთაშორისო პარტნიორობის დირექტორი.

 

გაცნობით შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ტესოლის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული და ახალი კოჰორტის მენტორი, ნატო ჯავახია.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა ქართველ მოსწავლეებსაც გადასცენ.