მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა ერთკვირიანი გამოფენა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის - „ქალები მოძრაობაში“, ფარგლებში მომზადდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები და მკვლევრები საქართველოს, საფრანგეთის, კვიპროსის, თურქეთის, უკრაინისა და ფინეთის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, რომლებიც საქართველოში 20-22 სექტემბერს COST-ის პროექტის - „ქალები მოძრაობაში“, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
გამოფენა ერთ კვირას გასტანს და ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მიგრანტი ქალების მოღვაწეობის შესახებ მე-16 საუკუნიდან დღემდე. ექსპოზიციაზე წარმოადგენილია: წერილები, ქრონიკები, ღირსშესანიშნაობები და პოსტერები, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კველვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა გოგინავამ და (COST)-ის პროექტის - „ქალები მოძრაობაში“, ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარი რუიზმა.
ამგვარი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს მიგრაციის კვლევების შესახებ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების დაახლოებას, გამოცდილების ურთიერთგაცვლასა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI