7 და 8 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი: “CUDES 2024: 15th International Congress on Current Debates in Social Sciences“.
ორი დღის განმავლობაში მექსიკის, ჩეხეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, სერბეთის, კიპროსის, ირანის, ინდოეთის, ბანგლადეშის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ბულგარეთის, საქართველოს, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები პლენარული სხდომების, დისკუსია/დებატებისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატში მუშაობდნენ.
კონგრესი 32 თემატურ მიმართულებას მოიცავდა და მასში სახელისუფლებო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
კონგრესის საპატიო თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე მიესალმა კონგრესის მონაწილეებს და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. კონგრესის მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრი მაია ხაჯიშვილი; გრუნის რექტორის მოადგილე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი. საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარეები: ვახტანგ ჭარაია (საქართველო, გრუნი) და სიდარ ათალაი სიმსექი (თურქეთი, ბეტმენის უნივერსიტეტი); გრუნის პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორი ნუნო მოუთინიო (პორტუგალია, ბრაგანკას პოლიტექნიკური ინსტიტუტი) და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გუგული თურმანიძე (საქართველო, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობა).
საერთაშორისო კონფერენციის I პლენალური სხდომის მთავარი მომხსენებელი იყო გერმანიის საერთაშორისო გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი Muhammad Ashfaq, (IU International University of Applied Sciences, Germany), მოდერატორი გრუნის რექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით საკითხებში, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; II პლენალური სხდომის მთავარი მომხსენებელი იყო გაერთიანებული სამეფოს, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი Farhang Morady (University of Westminster, United Kingdom), მოდერატორი ინდოეთის კოტას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი Anukrati Sharma; (University of Kota, India).
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის „ავიცენა“, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის; ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის ბულვარისა და აჭარის არ/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ყველა მიღებული/დადასტურებული აბსტრაქტი და სრული ნაშრომი გამოქვეყნდა კონგრესის დაწყებამდე, ელექტრონული წიგნის სახით (ISBN-ით და რედაქტორით), ინგლისურ ენაზე.
ყველა სრული ნაშრომი გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კრებულებში: CUDES-ში - თვის ბოლომდე და CUDES Journal-ში (cudesjournal.com) კონგრესის დასრულებიდან 2 თვეში.
კონგრესი 2 დღის განმავლობაში სამუშაო ფორმატის გარდა დატვირთული იყო კულტურული პროგრამითაც.
კონგრესის ყველა ქვეყნის მონაწილეს გადაეცა გრუნის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისა და აჭარის არ/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სასაჩუქრე პაკეტები.
აჭარის არ/რ განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის ოფიციალური მოწვევით უცხოელი მონაწილეები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში 7 სექტემბერს გამართულ ფოლკლორული ანსამბლის “სახიობას“ სოლო კონცერტსაც დაესწრნენ.