ტესტირება უცხო ენაში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტესტირება უცხო ენაში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის

სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ტესტირება უცხო ენაში გაიმართება მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე. აუდიტორია 214, 201.

 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის

უცხო ენის ტესტირებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის

  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხო ენის ფლობის დონე, რომელიც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.
  • უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება მიმდინარე წლის 21 სექტემბერს.

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ)

 

საკონტაქტოპირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

 

დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: 2384406 (126)