2004 წლის 11- 12 ივნისს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ცნობილი მეცნიერი, იურისტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ოლაფ მუთჰორსტი სტუმრობდა.
ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: „შედარებითი კერძო სამართალი-საკითხები ზოგადი დებულებებიდან”.
შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე, სალექციო თემამ სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
გერმანელი პროფესორის ვიზიტის მეორე დღე სამართლის სკოლის აკადემიურ პერსონალს დაეთმო, ტრენინგმა პროფესორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, დაისვა მრავალი პრაქტიკული შეკითხვა.
შეხვედრების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.