მარკეტინგული იდეების კონკურსი “გრუნის კრეატივი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მარკეტინგული იდეების კონკურსი “გრუნის კრეატივი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მარკეტინგული იდეების კონკურსს “გრუნის კრეატივი“. კონკურსის მიზანია, უნივერსიტეტის პოპულარიზაციის მიზნით, გრუნის სტუდენტებმა წარმოადგინონ კრეატიული მარკეტინგული კამპანიის იდეები.

კონკურსში მონაწილეობისთვის ვიწვევთ გრუნის ყველა სკოლის ნებისმიერი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს. კონკურსში მონაწილეობის განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად. გამარჯვებული იდეის განხორციელება დაფინანსდება უნივერსიტეტის მიერ, ხოლო ამ იდეის ავტორი გუნდი საჩუქრად მიიღებს 1000 ლარს. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე.

18 და 19 ივნისს გაიმართება ვორკშოპები, სადაც სტუდენტები მარკეტინგული იდეის სრულყოფილი ფორმით წარმოდგენაზე იმუშავებენ.