სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა 2024 წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას შვიდი წლით უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს პროგრამის ესოდენ მაღალი შეფასების გამო და აღნიშნავს, რომ მიღწეული წარმატება, უპირველესად, გრუნის ადმინისტრაციისა და ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესიონალთა გუნდის: ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანმიმდევრული საგანმანათლებლო საქმიანობისა და დაუღალავი შრომის შედეგია.
უნივერსიტეტი ულოცავს გრუნის ერთიან გუნდს ამ წარმატებას!