გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის


2024 წლის 19 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, ჩატარდა გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.

 

სტუდენტებმა დისციპლინის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მაია მელაძესთან, ერთად ტურის განხორციელებამდე განიხილეს ბოტანიკურ ბაღში ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების რესურსები და პოტენციალი; გამოიკვლიეს საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტის სირთულე და გაითვალისწინეს ამინდის შესაძლო ცვლილებები.

 

სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა წარმატებით ჩატარდა. სტუდენტებმა პროფესორის ხელმძღვანელობით მოიარეს საქართველოს ბოტანიკური ბაღის ბილიკები და შეისწავლეს ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურის ჩატარების პოტენციალი.