გრუნის კონკურსი “SDGs Awareness Competition” საზეიმოდ დაიხურა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის კონკურსი “SDGs Awareness Competition” საზეიმოდ დაიხურა


11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა მდგრადი განვითარების ცენტრის (GRUNI SDGs) მიერ გამოცხადებული კონკურსის - “SDGs Awareness Competition" -ის, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

 

კონკურსის მიზანი იყო ხელოვნების მეშვეობით მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კონკურსი ჩატარდა სამი მიმართულებით: ფოტო/ვიდეო/ხელოვნება. საკონკურსო კომისიამ შეაჯამა შედეგები, დასკვნით საღამოზე წარმოადგინა მონაწილეთა ნამუშევრები და გამოაცხადა გამარჯვებულები.

 

გამოვლინდა 7 გამარჯვებული: 3 - პირველადგილოსანი, ხოლო 2 - მეორეადგილოსანი. ასევე, ღონისძიების ფარგლებში დასახელდა ორგანიზატორის რჩეული 2 ნამუშევარი. პირველი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ 2000 ლარიანი, მეორე ადგილის მფლობელები - 1000 ლარიანი, ხოლო ორგანიზატორის რჩეული ავტორები 500 - ლარიანი ფულადი პრიზებით.

 

გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და მდგრადი განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელმა მეჰდი მაჯიდიმ გამარჯვებულებს მიულოცეს წარმატება და გადასცეს საერთაშორისო სერტიფიკატი.

 

სასიამოვნო და სიურპრიზებით სავსე საღამო დასრულდა ფურშეტითა და შესანიშნავი მუსიკის თანხლებით, რამაც, არაფორმალურ გარემოში, მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას ნამუშევრებისა და ერთმანეთის ხედვების უკეთ გაცნობის საშუალება მისცა.