ინფოტური ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინფოტური ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის


2024 წლის 12 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ინფოტურში ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“.

 

სასტუმრო „ოაზისის“ მიმღების ადმინისტრატორმა - იაკო სალუქვაძემ და HK-მენეჯერის ასისტენტმა - ნატა ჟღენტმა, რომელიც გრუნის ტურიზმის მიმართულების მეოთხე დონის სტუდენტია, სტუმრებს გააცნეს სასტუმროს სტრუქტურა, ფასები და სტანდარტები, დაათვალიერებინეს ქართული და იტალიური რესტორნები, სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ნომრები, საკონფერენციო დარბაზი, კაფე „ამადეო“ და „მაროკო“, ლაუნჯბარი „სქაი“, აკვაპარკი, აპარტამენტები და სპორტული მოედნები.

 

სასტუმროს მენეჯმენტის დისციპლინის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი ლექციის დროს სტუდენტები დეტალურად გაეცნენ თითოეული მიმართულების მუშაობის სქემას, პრაქტიკაში განიხილეს თეორიულად შესწავლილი მასალა. სასტუმროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემდგომი განვითარების გეგმის შესახებაც.

 

ინფოტური დაეხმარება სტუდენტებს სასტუმროს მენეჯმენტის თეორიული საკითხების უკეთ ათვისებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.