მედიაციის იმიტირებული პროცესის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის იმიტირებული პროცესის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია


2024 წლის 1 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მედიაციის იმიტირებული პროცესის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მედიაციის ცენტრის თანაორგანიზებით.

 

მედიაციის იმიტირებული პროცესი (კონკურსი), რომელიც გაიმართება 2024 წლის 27-29 მაისს, წარმოადგენს მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ გრუნის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის მიმართულების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.

 

საპილოტე პროექტის მთავარი მიზანია მედიაციის პროცესის სიმულაცია და შეფასება. მედიაციის კონკურსი საშუალებას მისცემს სამართლის სტუდენტებს განივითარონ მედიაციის პრაქტიკული უნარები.