სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, უნივერსიტეტში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. 2024 წლის 1 აპრილს, ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები ეწვივნენ თბილისის კამპუსს, სადაც, ერთი კვირით განაგრძობენ სწავლას სამართლის, ტურიზმის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით. ისინი, ჩვეულებრივ, მიიღებენ მონაწილეობას სწავლა-სწავლების პროცესში და არა მარტო...
ბათუმელი სტუდენტების პატივსაცემად დაგეგმილია არაერთი საინტერესო ღონისძიება - კინოჩვენება, თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ექსკურსია ძამას ხეობაში და სხვ.
სამომავლოდ, დაგეგმილია თბილისელი სტუდენტების ანალოგიური ვიზიტი გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში.
ბათუმელი სტუდენტები დაბინავდნენ უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI