მიმდინარე წლის 29 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ჟურნალისტიკაში რეალური ეთიკური გამოწვევებისა და პროფესიული სტანდარტების შესახებ.
შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს ქარტიის პრაქტიკისა და მნიშვნელოვანი/გახმაურებული საქმეების შესახებ. სიმულაციური საქმის განსახილველად სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, თავად მოერგოთ ქარტიის საბჭოს/განმცხადებლისა და მოპასუხის როლები.
სიმულაციური სესიის საშუალებით მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ქარტიის პრინციპების, სხვადასხვა ტიპის საქმისა და ქარტიის საბჭოს ოპერატიული პროცედურების შესახებ. სიმულაცია მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ეთიკურ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, ამასთან, ხაზს უსვამდა ამ სფეროში პროფესიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას.