გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და საფრანგეთის, ქალაქ ნანტის, სახელმწიფო უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლებაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებს (ინგლისურენოვან ან ფრანგულენოვან პროგრამაზე) და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს (ფრანგულენოვან პროგრამაზე). კონკურსში გამარჯვებულებს სრულად დაუფინანსდებათ საზღვარგარეთ სწავლის საფასური.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას B2 დონეზე და წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატურა არაუგვიანეს 10 აპრილისა.
საკონტაქტო ინფორმაცია: პროფესორი თამარ გაგოშიძე / mail: t.gagoshidze@gruni.edu.ge