ლია სუდაძემ მედიატორის წოდება მიიღო, ვულოცავთ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლია სუდაძემ მედიატორის წოდება მიიღო, ვულოცავთ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს გრუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს, მაგისტრანტსა და უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის მკვლევარს- ლია სუდაძეს, მედიატორის სტატუსის მიღებას.

 

ლია სუდაძემ წარმატებით გაიარა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების სტანდარტით გათვალისწინებული ეტაპები და 2023 წლის 14 დეკემბერს, მედიატორთა პროფესიულ დღეს, მედიატორის ფიცი დადო.

 

ვულოცავთ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ამ წარმატებას და ვუსურვებთ, ღირსეულად ატაროს ეს მეტად საპატიო წოდება.

 

უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს მედიაციის, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის, პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობის იურისტებში და მის მეცნიერულ და პრაქტიკულ შესწავლას უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მედიაციის ცენტრის ფარგლებში.