სტუდენტური ომბუდსმენის შესარჩევი კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური ომბუდსმენის შესარჩევი კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტური ომბუდსმენის პოზიციაზე ერთი წლის ვადით. ომბუდსმენი შეირჩევა სტუდენტთა შორის.

 

სტუდენტური ომბუდსმენის ფუნქციაა დაიცვას სტუდენტთა უფლებები სწავლება-სწავლის პროცესის ყველა ეტაპზე.

 

ომბუდსმენის პოზიციაზე ასარჩევად კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებებს, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს ან საინიციატივო ჯგუფებს. თავისი კანდიდატურა შეიძლება წარადგინოს ცალკეულმა სტუდენტმაც.

 

სტუდენტურ ომბუდსმენად აირჩევა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო, სადოქტორო ან საბაკალავრო პროგრამის, არანაკლებ, მე-3 აკადემიური წლის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი და გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, აკადემიური მოსწრებით, კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით.

 

სტუდენტური ომბუდსმენის ხელფასი განისაზღვრება 200 ლარით თვეში.

 

კონკურსისთვის უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა იქნეს წარდგენილი:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ორი რეკომენდატორის სახელის, გვარისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩვენებით (აკადემიური ან სხვა პერსონალის, მათ შორის, არასაუნივერსიტეტო სტრუქტურებიდან)
  • სამოტივაციო წერილი (დადგენილი ფორმით)
  • ცნობა სამართლის სკოლიდან აკადემიური მოსწრების შესახებ

 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 ნოემბერი.

 

კონკურსი ჩატარდება წარმოდგენილი საბუთებისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია - აკადემიური მოსწრება (კონკურსანტებს შორის უმაღლესი შეფასებები) - 3 ქულა, ობიექტური თვითშეფასება - 3 ქულა, რეკომენდატორების შეფასება - 3 ქულა, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებისა და კანონმდებლობის ცოდნა - 3 ქულა.

 

გრადაცია: 3 ქულა - საუკეთესო მაჩვენებელი (1-2 არაარსებითი ხარვეზი), 2 ქულა - საშუალო მაჩვენებელი (3-4 არა არსებით ხარვეზი), 1 ქულა - დაბალი მაჩვენებელი (4-ზე მეტი არა არსებითი და ერთზე მეტი არსებითი ხარვეზი)