„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მეორედ მიიღო ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (ეპაგი) მიერ ორგანიზებული პროექტის - „დემოკრატიის საყრდენი“, მონაწილეები.

 

12 ივლისს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ გრუნის, დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მოისმინეს საჯარო ლექცია კრიმინალისტიკის, როგორც მეცნიერების, შესახებ.

 

13 ივლისს კი, პროექტის ფარგლებში, გრუნიმ, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, უმასპინძლა კონფერენციას: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოში“. კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო. მისასასლმებელ სიტყვაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართლადამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორმა სარა რუპორტმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა.

 

 საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მიღწევები და გამოწვევები განიხილეს INL-ის უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში პატრიცია ვილდერმუტმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე გაბრიჩიძემ, ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა და პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ და დემოკრატიაში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა და კონკრეტული საქმეები მიმოიხილეს მოწვეულმა ექსპერტებმა: ბრაიან ბრედტმა, მელისა ბიარდმა და ეპაგის წევრებმა: ლანა ჩხარტიშვილმა და დავით შერვაშიძემ. კონფერენციას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ნანუკა ყრუაშვილი.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე სტუდენტები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, ასევე, გრუნის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

პროექტის ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან გრიგოლ რობაიქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასპინძლობისათვის და სპიკერებს მონაწილეობისათვის.

 

პროექტი „დემოკრატიის საყრდენი“ დაფინანსდა აშშ-ის საელჩოს მიერ.