გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტის ნინო გორგილაძის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაში (აჭარის ა.რ. მაგალითზე)“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გერზმავა.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა ნინო გორგილაძეს მიენიჭოს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა