იტვირთება...
პროექტი სტიქსი - კლინიკური ფსიქიატრია და სამედიცინო ექსპერტიზა, გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტი სტიქსი - კლინიკური ფსიქიატრია და სამედიცინო ექსპერტიზა, გრუნიში


2025 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს სტუდენტებისთვის Project Styx-ის ფორმატით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ვოლტერ ედვარდ დენდის ნეიროქირურგიული ორგანიზაციის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია კლინიკური ფსიქიატრია და სამედიცინო ექსპერტიზა.

 

Project Styx-ის ფორმატის კონფერენცია თბილისში პირველად ჩატარდა.

 

პირველ დღეს მონაწილეებმა განიხილეს: თანამედროვე მკურნალობის მეთოდები ფსიქიატრიაში, ისტორიული განვითარება, დამოკიდებულებები და პაციენტისგან ინტერვიუს აღების მეთოდები.

 

მეორე დღე დაიწყო ფსიქიატრიასა და ნეიროქირურგიაში სამედიცინო ექსპერტიზის განხილვით, სტუდენტები მონაწილეობდნენ ნეიროქირურგიულ, აუტოფსიისა და დამნაშავის პორტრეტის შექმნის პრაქტიკულ სესიებში.

 

პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ პოსტერპრეზენტაციებისა და ხელოვნების კონკურსებში.

 

წიგნების კუთხე მოაწყო პროსპერომ, სტუდენტების განწყობაზე კი იზრუნა იღბლიანმა სამოსებმა და ბლექველსის სამედიცინო ჯიხურმა.

 

კონფერენცია დასრულდა მედიცინაში ეთიკური და კანონმდებლობის საკითხების განხილვით და კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით.